
რიცხვთა 8:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რიცხვთა 8:5 კონტექსტში
8:3ასე გააკეთა აარონმა: სასანთლის წინა მხარეს აანთო ლამპრები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
8:4ასეთი ნაკეთობის იყო სასანთლე: ნაჭედი ოქროსი იყო, ზროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო იგი; იმ სახის გააკეთა სასანთლე, როგორც უფალმა ახილვინა მოსეს.
8:5ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
8:6გამოიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და გააწმიდავე ისინი.
8:7ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 8
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში