გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 8:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 8:7

ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან.

რიცხვთა 8:7 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 8:7 კონტექსტში

8:5ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

8:6გამოიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და გააწმიდავე ისინი.

8:7ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან.

8:8აიყვანონ კურატი და მისი ძღვენი: შესაწირავი - ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი და მეორე კურატი ცოდვისათვის.

8:9მიიყვანე ლევიანები სადღესასწაულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.

პარალელური ადგილები: რიცხვთა 8:7

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 8

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში