
აბდია 1:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც თქვენ გისვამთ ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამს ყოველი ხალხი გამუდმებით, შესვამს და ამოხვრეპს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს.
აბდია 1:16 · საქართველოს საპატრიარქო
აბდია 1:16 კონტექსტში
1:14არ მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად, არ გაგეცა მისი ნატამალი ჭირის დღეს.
1:15რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისთვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან, სამაგიერო მოგეზღვება.
1:16როგორც თქვენ გისვამთ ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამს ყოველი ხალხი გამუდმებით, შესვამს და ამოხვრეპს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს.
1:17სიონის მთაზე მოვა ნატამალი და წმიდა იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს იაკობის სახლი.
1:18იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი ალი, ხოლო ესავის სახლი - ნამჯა. მოედება და შთანთქავს მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
პარალელური ადგილები: აბდია 1:16
- იოელი 3:17მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე, დავანებული; გახდება იერუსალიმი საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი.
- იერემია 49:12რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, იმან დასცალა თასი, ვისაც მისი შესმა არ ედო ვალად, შენ კი გინდა დაუსჯელი დამრჩე? არ დარჩები დაუსჯელი, უეჭველად შესვამ.
- იერემია 25:15რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი.
- იერემია 25:16შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის.
- ესაია 51:22ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ხალხისა: აჰა, გართმევ შენი ხელიდან სიბრუვის თასს, ფიალას, თასს ჩემი რისხვისა, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი.
- ესაია 51:23და ხელში მივცემ მას შენს მტანჯველებს, რომლებიც გეუბნებოდნენ: დაწექი, რომ გადაგიართთ, და შენც მიწასავით გახადე შენი ზურგი და ქუჩასავით - გამვლელთათვის.
- ესაია 8:9დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ!
- ესაია 8:10ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
განაგრძე კითხვა: აბდია 1
სრულად წაიკითხე: აბდია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში