
აბდია 1:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისთვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან, სამაგიერო მოგეზღვება.
აბდია 1:15 · საქართველოს საპატრიარქო
აბდია 1:15 კონტექსტში
1:13არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს, არ უნდა გეცქირა მისი უბედურებისთვის მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისთვის მისი დაღუპვის დღეს.
1:14არ მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად, არ გაგეცა მისი ნატამალი ჭირის დღეს.
1:15რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისთვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან, სამაგიერო მოგეზღვება.
1:16როგორც თქვენ გისვამთ ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამს ყოველი ხალხი გამუდმებით, შესვამს და ამოხვრეპს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს.
1:17სიონის მთაზე მოვა ნატამალი და წმიდა იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს იაკობის სახლი.
პარალელური ადგილები: აბდია 1:15
- აბაკუმი 2:8რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ.
- იაკობის ეპისტოლე 2:13რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.
- მათეს სახარება 7:2ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
- ეზექიელი 30:3რადგან ახლოა დღე, ახლოა დღე უფლისა, პირქუში დღე, დგება ხალხების ჟამი!
- მიქა 5:15რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა.
- ფსალმუნები 137:8ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ.
- იოელი 3:11იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! იქ მიავლინე, უფალო, შენი გმირები!
- იოელი 3:14ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე განგების ველზე.
განაგრძე კითხვა: აბდია 1
სრულად წაიკითხე: აბდია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში