
აბდია 1:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, აბუჩადა ხარ აგდებული!
აბდია 1:2 · საქართველოს საპატრიარქო
აბდია 1:2 კონტექსტში
1:1ხილვა აბდიასი. ასე ბრძანა უფალმა ედომზე: ხმა მოგვწვდა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: აღდექით, გავიდეთ მათთან საბრძოლველად!
1:2აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, აბუჩადა ხარ აგდებული!
1:3შენმა ზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს?
1:4არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
პარალელური ადგილები: აბდია 1:2
- რიცხვთა 24:18საკუთრება გახდება ედომი, თავისი მტრების საკუთრება გახდება სეყირი, ხოლო ისრაელი გამოაჩენს ძალას.
- ესაია 23:9ცაბაოთ უფალმა გადაუწყვიტა ეს, რომ გაეცუდებინა ყოველი მშვენების სიამაყე და დაემცირებინა ქვეყნის დიდებულნი.
- მიქა 7:10დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება.
- ეზექიელი 29:15სხვა სამეფოებზე დაბალი იქნება და ვეღარ აღზევდება ხალხებზე; დავამცირებ, რომ აღარ გაუბატონდეს ხალხებს.
- ლუკას სახარება 1:51მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.
- ლუკას სახარება 1:52დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.
- ფსალმუნები 107:39დაცოტავდებიან და დამცირდებიან ჩაგვრის, უბედურებისა და წუხილისაგან.
- ფსალმუნები 107:40სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ.
განაგრძე კითხვა: აბდია 1
სრულად წაიკითხე: აბდია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში