
ფილიმონეს მიმართ 1:6: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რათა ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას, რაც არის ჩვენში ქრისტესათვის.
ფილიმონეს მიმართ 1:6 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ფილიმონეს მიმართ 1:6
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ვლოცულობ, ამბობს, რათა თანაზიარება სარწმუნოებისა შენისა იქმნეს მოქმედ» (ფილ. 1:6). ხედავ, როგორ გასცემს თავად უფრო ადრე, ვიდრე მიიღებს და სანამ წყალობას ითხოვს, საკუთარი თავისგან გაცილებით მეტს სთავაზობს მას? ‘რათა თანაზიარება სარწმუნოებისა შენისა, ამბობს, იქმნეს მოქმედ მცნობელ ყოვლისა კეთილისა, რომელი არს თქუენ შორის ქრისტე იესუჲს მიერ’, ესე იგი, რათა მიაღწიო ყოველგვარ სათნოებას, რათა არ გქონდეს არანაირი ნაკლი.”
მთელი განმარტება
ვლოცულობ, ამბობს, რათა თანაზიარება სარწმუნოებისა შენისა იქმნეს მოქმედ» (ფილ. 1:6). ხედავ, როგორ გასცემს თავად უფრო ადრე, ვიდრე მიიღებს და სანამ წყალობას ითხოვს, საკუთარი თავისგან გაცილებით მეტს სთავაზობს მას? “რათა თანაზიარება სარწმუნოებისა შენისა, ამბობს, იქმნეს მოქმედ მცნობელ ყოვლისა კეთილისა, რომელი არს თქუენ შორის ქრისტე იესუჲს მიერ”, ესე იგი, რათა მიაღწიო ყოველგვარ სათნოებას, რათა არ გქონდეს არანაირი ნაკლი.
სარწმუნოება მაშინ არის მოქმედი, როდესაც მას საქმეები ახლავს, ვინაიდან “სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკუდარ არს” (იაკ. 2:26). არ უთქვამს: სარწმუნოება შენი, არამედ: “თანაზიარება სარწმუნოებისა შენისა”, რითაც მას საკუთარ თავთან აკავშირებს და შთააგონებს, რომ ისინი ერთი სხეული არიან და ამით განსაკუთრებული ძალით არწმუნებს მას. თუ შენ, ამბობს, ჩემი მოზიარე ხარ სარწმუნოებაში, მაშ სხვაშიც უნდა იყო მოზიარე. განა შეიძლება, რომ ერთნი ვიყოთ სარწმუნოებაში და განვსხვავდებოდეთ საქმეებში?
თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ფილიმონეს მიმართ 1:6 კონტექსტში
1:4ვმადლობ ღმერთს ჩემსას და გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში,
1:5რადგანაც მესმის შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც გაქვს უფალ იესოსა და ყველა წმიდის მიმართ.
1:6რათა ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას, რაც არის ჩვენში ქრისტესათვის.
1:7ვინაიდან დიდი სიხარული და ნუგეში მოგვანიჭა შენმა სიყვარულმა, ძმაო, რადგანაც შენ გაამხნევე წმიდათა გული.
1:8ამიტომ, თუმცა დიდი სითამამე მაქვს ქრისტეში, გიბრძანო შენ, რაც გმართებს,
პარალელური ადგილები: ფილიმონეს მიმართ 1:6
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:8თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.
- ფილიპელთა მიმართ 1:9და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში,
- ფილიპელთა მიმართ 1:11სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:5რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:8რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,
- კოლასელთა მიმართ 1:9ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
- მათეს სახარება 5:16დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
- ტიტეს მიმართ 3:14ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილ საქმეთა კეთება გაჭირვებაში დასახმარებლად, რათა არ იყვნენ უნაყოფონი.
განაგრძე კითხვა: ფილიმონეს მიმართ 1
სრულად წაიკითხე: ფილიმონეს მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


