
იგავესნი 1:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.
იგავესნი 1:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 1:1 კონტექსტში
1:1იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.
1:2სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად;
1:3ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად.
პარალელური ადგილები: იგავესნი 1:1
- იგავესნი 10:1იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
- ნეშტთა შორისა ა 22:9აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს.
- ნეშტთა შორისა ა 28:5ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე.
- ეკლესიასტე 1:1სიტყვანი ეკლესიასტესი, ძისა დავითისა, იერუსალიმის მეფისა.
- იგავესნი 25:1ესეც სოლომონის იგავებია, რომელიც იუდას მეფის ხიზკიას კაცებმა შეკრიბეს.
- ეკლესიასტე 12:9თავად ხომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც შეასწავლა სიბრძნე. იკვლევდა, იძიებდა და თხზავდა იგავებს მრავალს.
- მეფეთა ბ 12:24ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა,
- მეფეთა ბ 12:25შემოუთვალა ნათან წინასწარმეტყველის პირით და უწოდა უფლის გამო სახელად იედიდია.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 1
სრულად წაიკითხე: იგავესნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში