
იგავესნი 1:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:
იგავესნი 1:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 1:17 კონტექსტში
1:15შვილო, ნუ წახვალ მათს გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,
1:16რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.
1:17ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:
1:18თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან.
1:19ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 1:17
- იგავესნი 7:23ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.
- იერემია 8:7ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება.
- იობი 35:11რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო?
- ესაია 1:3ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 1
სრულად წაიკითხე: იგავესნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში