
იგავესნი 1:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.
იგავესნი 1:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 1:6 კონტექსტში
1:4ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად.
1:5გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა.
1:6რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.
1:7უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
1:8ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
პარალელური ადგილები: იგავესნი 1:6
- ფსალმუნები 78:2იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.
- მარკოზის სახარება 4:11და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.
- ებრაელთა მიმართ 5:14უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.
- ფსალმუნები 49:4ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,
- მარკოზის სახარება 4:34ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მოწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს.
- მოციქულთა საქმენი 8:30ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ?
- მოციქულთა საქმენი 8:31მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.
- ეკლესიასტე 12:11ბრძენთა სიტყვები წვერგამახული სოლებია, ჩაჭედილი ლურსმნებია. იგავთა კრებული ერთი მწყემსისგან შთაგონებული.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 1
სრულად წაიკითხე: იგავესნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში