
იგავესნი 1:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
იგავესნი 1:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 1:8 კონტექსტში
1:6რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.
1:7უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
1:8ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
1:9რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.
1:10შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათს ნებას.
პარალელური ადგილები: იგავესნი 1:8
- იგავესნი 6:20დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
- იგავესნი 30:17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
- იგავესნი 5:1ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური,
- იგავესნი 5:2რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა ბაგეებმა.
- იგავესნი 2:1შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,
- ლევიანი 19:3თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- იგავესნი 1:10შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათს ნებას.
- იგავესნი 31:1ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 1
სრულად წაიკითხე: იგავესნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში