
იგავესნი 10:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.
იგავესნი 10:27 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 10:27 კონტექსტში
10:25როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.
10:26რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა ზანტი კაცი თავისი მიმავლინებლისთვის.
10:27უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.
10:28მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება.
10:29უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა ბოროტმოქმედთათვის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 10:27
- იგავესნი 9:11რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
- იგავესნი 3:2დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
- ფსალმუნები 91:16დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.
- იობი 15:32უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.
- იობი 15:33როგორც ვაზს ჩამოგლეჯენ მკვახე ყურძენს და ზეთისხილივით დააბერტყინებენ ყვავილს.
- ფსალმუნები 34:11მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
- ფსალმუნები 34:13შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან.
- ეკლესიასტე 7:17მეტისმეტად ნუ იბოროტებ, არც გაბრიყვდე - რად გინდა, რომ უდროოდ მოკვდე?
განაგრძე კითხვა: იგავესნი 10
სრულად წაიკითხე: იგავესნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში