
იობი 15:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.
იობი 15:32 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:32 კონტექსტში
15:30ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი.
15:31ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.
15:32უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.
15:33როგორც ვაზს ჩამოგლეჯენ მკვახე ყურძენს და ზეთისხილივით დააბერტყინებენ ყვავილს.
15:34რადგან ბერწია უღვთოთა საკრებულო და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს.
პარალელური ადგილები: იობი 15:32
- ეკლესიასტე 7:17მეტისმეტად ნუ იბოროტებ, არც გაბრიყვდე - რად გინდა, რომ უდროოდ მოკვდე?
- ფსალმუნები 55:23ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.
- იობი 22:16რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
- ეზექიელი 17:8მადლიან ველზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ გაეკეთებინა რტო და გამოეღო ნაყოფი, დიდებული ვაზი გამხდარიყო.
- ეზექიელი 17:10აჰა, დარგულია, მაგრამ თუ იღორძინებს? განა არ გახმება, როცა აღმოსავლეთის ქარი ეძგერება? იმ კვალშივე გახმება, სადაც აღმოცენდა.
- იობი 18:16ძირს ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება;
- იობი 18:17მისი სახსენებელი გაქრება ქვეყნად და სახელი აღარ ექნება მოედანზე;
- ფსალმუნები 52:5ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში