
იგავესნი 11:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს.
იგავესნი 11:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირიაკე (მწუხრი).
იგავესნი 11:10 კონტექსტში
11:8მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს.
11:9პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან.
11:10მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს.
11:11წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
11:12ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.
პარალელური ადგილები: იგავესნი 11:10
- იგავესნი 28:12მართალთა ზეიმზე მრავალი დიდებაა, ბოროტეულთა აღზევებისას კი ხალხი იმალება.
- ფსალმუნები 58:10გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
- ფსალმუნები 58:11და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.
- მსაჯულნი 5:31ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი.
- ესთერი 8:15გამოვიდა მარდოქაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელში, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა შუშან-ქალაქი.
- ესთერი 8:16იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და ლხენა.
- იგავესნი 28:28როცა ბოროტეულნი აღზევდებიან, ხალხი იმალება; ხოლო როცა იღუპებიან, მართალნი მრავლდებიან.
- გამოსვლა 15:21ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 11
სრულად წაიკითხე: იგავესნი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში