
იგავესნი 11:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა.
იგავესნი 11:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 11:23 კონტექსტში
11:21იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი გადარჩება.
11:22გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე.
11:23მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა.
11:24ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია.
11:25ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 11:23
- რომაელთა მიმართ 2:8ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას.
- რომაელთა მიმართ 2:9ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.
- ფსალმუნები 37:4ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
- მათეს სახარება 5:6ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
- იგავესნი 10:28მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება.
- ფსალმუნები 10:17გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
- ესაია 26:9ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს.
- იერემია 17:16არ გაგგქცევივარ მწყემსობისგან; შენ იცი, შავი დღე არ მსურდა. შენ წინაშეა, რაც გამოდის ჩემი პირიდან.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 11
სრულად წაიკითხე: იგავესნი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში