
იგავესნი 12:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავისმზრახველთ გულში სიცრუე აქვთ, მშვიდობისმყოფელთ კი - სიხარული.
იგავესნი 12:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 12:20 კონტექსტში
12:18გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია.
12:19მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი - წამიერია.
12:20ავისმზრახველთ გულში სიცრუე აქვთ, მშვიდობისმყოფელთ კი - სიხარული.
12:21არანაირი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ხოლო ბოროტეულნი ჭირით არიან სავსე.
12:22ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 12:20
- მათეს სახარება 5:9ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:8და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი და თავმდაბალნი იყავით.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:13ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით?
- ზაქარია 6:13ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის.
- მარკოზის სახარება 7:21ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,
- მარკოზის სახარება 7:22სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.
- იგავესნი 12:12ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება, მართალთა ფესვი კი გაიხარებს.
- ებრაელთა მიმართ 12:14თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 12
სრულად წაიკითხე: იგავესნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში