
იგავესნი 13:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.
იგავესნი 13:10 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 13:10 კონტექსტში
13:8კაცი თავის სიცოცხლეს თავისი ქონებით გამოისყიდის, უპოვარს კი არ ესმის შეგონება.
13:9მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება.
13:10მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.
13:11ქარით მოტანილი სიმდიდრე ცოტავდება, ხელით შემგროვებელი კი აბევრებს.
13:12ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, სიცოცხლის ხე კი ამხდარი ოცნებაა.
პარალელური ადგილები: იგავესნი 13:10
- იგავესნი 19:20მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
- იგავესნი 12:15ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება, ბრძენი კი რჩევის გამგონეა.
- იგავესნი 12:16ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.
- იგავესნი 17:14დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა.
- იოანეს ეპისტოლე გ 1:9ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ.
- იოანეს ეპისტოლე გ 1:10ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ.
- იაკობის ეპისტოლე 3:14ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.
- იაკობის ეპისტოლე 3:16ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 13
სრულად წაიკითხე: იგავესნი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში