
იგავესნი 13:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქარით მოტანილი სიმდიდრე ცოტავდება, ხელით შემგროვებელი კი აბევრებს.
იგავესნი 13:11 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 13:11 კონტექსტში
13:9მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება.
13:10მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.
13:11ქარით მოტანილი სიმდიდრე ცოტავდება, ხელით შემგროვებელი კი აბევრებს.
13:12ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, სიცოცხლის ხე კი ამხდარი ოცნებაა.
13:13ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება; მცნების მოშიში კი სამაგიეროს მიიღებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 13:11
- იგავესნი 20:21თავიდან იოლად შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება.
- იგავესნი 10:2ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.
- იგავესნი 28:8ვახშითა და სარგებლით სიმდიდრის მომხვეჭელი ღარიბ-ღატაკთა განმკითხავისთვის აგროვებს მას.
- იაკობის ეპისტოლე 5:1და თქვენც, მდიდარნო, იტირეთ და ივაგლახეთ თქვენს თავს მოწევნადი უბედობისთვის.
- იაკობის ეპისტოლე 5:5ხარობდით ამ ქვეყნად და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისათვის დაასუქეთ თქვენი გულები.
- იგავესნი 13:22კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება.
- იგავესნი 13:23ღარიბ-ღატაკის ხოდაბუნში უხვი საზრდოა, მაგრამ ზოგჯერ უსამართლობით იღუპება.
- იობი 27:16თუ ქვიშასავით დააგროვებს ოქროს და ზვინებად დაყრის შესამოსელს,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 13
სრულად წაიკითხე: იგავესნი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში