
იგავესნი 14:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.
იგავესნი 14:9 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 14:9 კონტექსტში
14:7ჩამოშორდი უმეცარ კაცს, თუ ჭკვიანურ ლაპარაკს ვერ შეატყობ.
14:8გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.
14:9ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.
14:10გულმა უწყის თავისი საწუხარი და მის სიხარულს უცხო ვერავინ გაიზიარებს.
14:11ბოროტეულთა სახლი დაიქცევა, გულწრფელთა კარავი კი გაიფურჩქნება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 14:9
- იგავესნი 10:23უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
- იგავესნი 26:18რაღა ცეცხლის, ისრების და სიკვდილის მსროლელი ოინბაზი,
- იგავესნი 26:19და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და ეუბნება, გეხუმრებიო.
- რომაელთა მიმართ 14:17რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.
- რომაელთა მიმართ 14:18ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.
- იგავესნი 30:20ბოზი ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო.
- იგავესნი 13:15კეთილი გონება წყალობის მომცემია, მოღალატეთა ხვედრი კი - სასტიკი.
- იუდას ეპისტოლე 1:18ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 14
სრულად წაიკითხე: იგავესნი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში