
იგავესნი 14:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.
იგავესნი 14:8 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 14:8 კონტექსტში
14:6ღვთისმგმობელი სიბრძნეს ეძებს, მაგრამ ამაოდ; გონიერს კი ცოდნა ეადვილება.
14:7ჩამოშორდი უმეცარ კაცს, თუ ჭკვიანურ ლაპარაკს ვერ შეატყობ.
14:8გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.
14:9ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.
14:10გულმა უწყის თავისი საწუხარი და მის სიხარულს უცხო ვერავინ გაიზიარებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 14:8
- ეფესელთა მიმართ 5:17ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:13უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.
- იაკობის ეპისტოლე 3:13ვინაა თქვენ შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.
- კოლასელთა მიმართ 1:9ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
- კოლასელთა მიმართ 1:10რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,
- ფსალმუნები 111:10სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
- იგავესნი 11:18ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის, სიმართლის მთესველი კი ჯილდოს ღებულობს.
- იგავესნი 8:20სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 14
სრულად წაიკითხე: იგავესნი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში