
იგავესნი 15:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება.
იგავესნი 15:31 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 15:31 კონტექსტში
15:29ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
15:30თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს.
15:31სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება.
15:32შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.
15:33უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
პარალელური ადგილები: იგავესნი 15:31
- იგავესნი 15:5უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი საზრიანია.
- იგავესნი 25:12ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.
- იგავესნი 9:8ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;
- იგავესნი 9:9მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.
- იგავესნი 19:20მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
- იოანე 15:3თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით.
- იოანე 15:4დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში.
- იგავესნი 13:20ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 15
სრულად წაიკითხე: იგავესნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში