
იგავესნი 15:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი საზრიანია.
იგავესნი 15:5 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 15:5 კონტექსტში
15:3ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.
15:4ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა.
15:5უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი საზრიანია.
15:6მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი - მწუხარება.
15:7ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 15:5
- იგავესნი 15:31სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება.
- იგავესნი 15:32შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.
- იგავესნი 13:18დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის, შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება.
- იგავესნი 13:1ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხილებას ყურს არ უგდებს.
- იგავესნი 19:20მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
- ტიტეს მიმართ 1:13ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომაც ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში.
- ნეშტთა შორისა ა 22:11ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა შენზე.
- ნეშტთა შორისა ა 22:13მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისთვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 15
სრულად წაიკითხე: იგავესნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში