
იგავესნი 16:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა, ქისის ყველა საწონი მისი საქმეა.
იგავესნი 16:11 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 16:11 კონტექსტში
16:9კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს.
16:10მეფის ბაგეზე მისნური სიტყვაა, მისი პირი არ შესცოდავს სამსჯავროზე.
16:11სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა, ქისის ყველა საწონი მისი საქმეა.
16:12ბოროტის ქმნა მეფეთათვის სიბილწეა, რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება.
16:13მართალი ბაგეები სათნოა მეფეთათვის და უყვართ მათ სიმართლის მთქმელი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:11
- იგავესნი 11:1მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი.
- იგავესნი 20:10მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის.
- ეზექიელი 45:10მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა გქონდეთ.
- ლევიანი 19:35ნუ იცრუებთ ნურც სასამართლოზე, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში.
- ლევიანი 19:36სწორი სასწორი, სწორი საწონები, სწორი ეფა, სწორი პინი უნდა გქონდეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.
- ოსეა 12:7ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს.
- მეორე სთვლისაება 25:13ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.
- მეორე სთვლისაება 25:15საწონი სრული და სწორი უნდა გქონდეს; საწყაო სრული და სწორი უნდა გქონდეს, რომ დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში