
იგავესნი 16:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართალი ბაგეები სათნოა მეფეთათვის და უყვართ მათ სიმართლის მთქმელი.
იგავესნი 16:13 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 16:13 კონტექსტში
16:11სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა, ქისის ყველა საწონი მისი საქმეა.
16:12ბოროტის ქმნა მეფეთათვის სიბილწეა, რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება.
16:13მართალი ბაგეები სათნოა მეფეთათვის და უყვართ მათ სიმართლის მთქმელი.
16:14მეფის რისხვა სიკვდილის მაცნეა, ხოლო ბრძენკაცი აცხრობს მას.
16:15მეფის ნათელი სახე სიცოცხლეა და მისი წყალობა გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:13
- იგავესნი 14:35მეფის წყალობა - გონიერ მონას, მისი წყრომა კი - სირცხვილეულს. -
- იგავესნი 22:11ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.
- ფსალმუნები 101:5თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.
- ფსალმუნები 101:7ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში