
იგავესნი 16:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები.
იგავესნი 16:3 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 16:3 კონტექსტში
16:1გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.
16:2კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია.
16:3შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები.
16:4უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის.
16:5ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე; გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:3
- ფსალმუნები 37:4ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
- ფსალმუნები 37:5მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
- იგავესნი 3:6შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
- ფსალმუნები 55:22მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას.
- ფილიპელთა მიმართ 4:6ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:7მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.
- იობი 5:8ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს,
- იობი 22:28რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში