
იგავესნი 16:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება.
იგავესნი 16:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 16:31 კონტექსტში
16:29მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცდუნებს და უკეთური გზით ატარებს.
16:30ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის.
16:31დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება.
16:32სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.
16:33წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:31
- იგავესნი 20:29ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი - ჭაღარა.
- ლევიანი 19:32ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!
- იგავესნი 3:1შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
- იგავესნი 3:2დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
- მეფეთა ა 12:2ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ; მე მოვხუცდი და გავთეთრდი. აქ არიან ჩემი შვილებიც თქვენთან ერთად. სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.
- მეფეთა ა 12:5კვლავ უთხრა მათ: უფალი იყოს მოწმე თქვენ შორის და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში. უთხრეს: მოწმე იყოს!
- იგავესნი 17:6მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
- ლუკას სახარება 2:29აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში