
იგავესნი 16:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცდუნებს და უკეთური გზით ატარებს.
იგავესნი 16:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 16:29 კონტექსტში
16:27უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.
16:28უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
16:29მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცდუნებს და უკეთური გზით ატარებს.
16:30ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის.
16:31დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:29
- იგავესნი 2:12რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
- იგავესნი 2:15რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,
- იგავესნი 12:26მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს.
- იგავესნი 3:31ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას,
- იგავესნი 1:10შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათს ნებას.
- იგავესნი 1:14წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, -
- ნეემია 6:13იმისთვის მოისყიდეს, რომ მე შევშინებულიყავი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა და ეს წამხდარი სახელი ჩემს დასამცირებლად გამოეყენებინათ.
- მეფეთა ა 19:17უთხრა საულმა მიქალს: ასე რატომ გამაცურე, რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო? უთხრა მიქალმა საულს: მითხრა, გამიშვი, რისთვის უნდა მომაკვლევინო თავიო?
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში