
იგავესნი 17:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში.
იგავესნი 17:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 17:1 კონტექსტში
17:1ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში.
17:2გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.
17:3ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია.
პარალელური ადგილები: იგავესნი 17:1
- იგავესნი 15:17უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი.
- იგავესნი 21:19უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.
- ფსალმუნები 37:16მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
- იგავესნი 21:9სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
- იგავესნი 7:14სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, დღეს გადვიხადეო საღმრთო.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 17
სრულად წაიკითხე: იგავესნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში