
იგავესნი 17:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.
იგავესნი 17:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 17:2 კონტექსტში
17:1ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში.
17:2გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.
17:3ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია.
17:4ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას უგდებს ყურს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 17:2
- იგავესნი 10:5ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.
- ეკლესიასტე 4:13ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის.
- იგავესნი 14:35მეფის წყალობა - გონიერ მონას, მისი წყრომა კი - სირცხვილეულს. -
- იგავესნი 19:26ვინც მამაზე ძალმომრეობს და დედას დევნის, იგი უტიფარი და მარცხვენალი შვილია.
- იგავესნი 11:29თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს, უმეცარი გულბრძენის მორჩილია.
- შესაქმე 24:4არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.
- შესაქმე 24:67შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.
- იგავესნი 29:15ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 17
სრულად წაიკითხე: იგავესნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში