
იგავესნი 18:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება.
იგავესნი 18:10 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 18:10 კონტექსტში
18:8ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს.
18:9საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა.
18:10უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება.
18:11მდიდრის დოვლათი მისი ციხე-ქალაქია და მალი კედელივით იფარავს მას.
18:12შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 18:10
- მეფეთა ბ 22:3ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან!
- ფსალმუნები 91:2ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.
- ესაია 26:4მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
- ფსალმუნები 144:2მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.
- ფსალმუნები 61:3რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.
- ფსალმუნები 61:4ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა.
- ფსალმუნები 27:1დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
- შესაქმე 17:1ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემ წინაშე და სრული იყავი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 18
სრულად წაიკითხე: იგავესნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში