
იგავესნი 18:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იგავესნი 18:9 კონტექსტში
18:7ბრიყვის პირი მისი დამღუპველია, მისი ბაგენი მისივე მახეა.
18:8ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს.
18:9საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა.
18:10უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება.
18:11მდიდრის დოვლათი მისი ციხე-ქალაქია და მალი კედელივით იფარავს მას.
პარალელური ადგილები: იგავესნი 18:9
- იგავესნი 10:4ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
- ებრაელთა მიმართ 6:12რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.
- იგავესნი 23:20ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
- იგავესნი 23:21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
- იგავესნი 24:30გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;
- იგავესნი 24:34და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
- მათეს სახარება 25:26ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.
- რომაელთა მიმართ 12:11გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 18
სრულად წაიკითხე: იგავესნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში