
იგავესნი 18:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კაცი თავისი პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს; საკუთარი ბაგეების მოსავლით ძღება.
იგავესნი 18:20 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 18:20 კონტექსტში
18:18კენჭისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შობის აჩენს სამართალს.
18:19განდგომილი ძმა ციხე-სიმაგრეზე უფრო მეტად მიუდგომელია და უთანხმოებანი კოშკის ურდულს ჰგავს.
18:20კაცი თავისი პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს; საკუთარი ბაგეების მოსავლით ძღება.
18:21სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
18:22ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო.
პარალელური ადგილები: იგავესნი 18:20
- იგავესნი 25:11მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;
- იგავესნი 25:12ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.
- იგავესნი 12:13ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.
- იგავესნი 12:14კაცი თავისი პირის ნაყოფით კეთილად დანაყრდება, თავისი ხელის საზღაური ადამიანს უკან უბრუნდება.
- იგავესნი 13:2კაცი თავის ნათქვამისამებრ იგემებს სიკეთეს, მოღალატეთა სული კი - ბოროტებას.
- იგავესნი 22:18რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე გექნება გამზადებული.
- იგავესნი 22:21ჭეშმარიტების სწორ სიტყვათა შენთვის საუწყებლად, რათა შენს მომავლინებლებთან ჭეშმარიტების სიტყვები მიგეტანა?
განაგრძე კითხვა: იგავესნი 18
სრულად წაიკითხე: იგავესნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში