
იგავესნი 12:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კაცი თავისი პირის ნაყოფით კეთილად დანაყრდება, თავისი ხელის საზღაური ადამიანს უკან უბრუნდება.
იგავესნი 12:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 12:14 კონტექსტში
12:12ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება, მართალთა ფესვი კი გაიხარებს.
12:13ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.
12:14კაცი თავისი პირის ნაყოფით კეთილად დანაყრდება, თავისი ხელის საზღაური ადამიანს უკან უბრუნდება.
12:15ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება, ბრძენი კი რჩევის გამგონეა.
12:16ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.
პარალელური ადგილები: იგავესნი 12:14
- იგავესნი 18:20კაცი თავისი პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს; საკუთარი ბაგეების მოსავლით ძღება.
- იგავესნი 18:21სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
- ესაია 3:10უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.
- ესაია 3:11ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!
- იგავესნი 13:2კაცი თავის ნათქვამისამებრ იგემებს სიკეთეს, მოღალატეთა სული კი - ბოროტებას.
- ფსალმუნები 63:5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
- იგავესნი 15:23კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
- მათეს სახარება 10:41ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 12
სრულად წაიკითხე: იგავესნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში