
იგავესნი 19:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კაცის ნეტარება მის სიკეთეშია, ღარიბ-ღატაკი ცბიერს სჯობია.
იგავესნი 19:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 19:22 კონტექსტში
19:20მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
19:21მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება.
19:22კაცის ნეტარება მის სიკეთეშია, ღარიბ-ღატაკი ცბიერს სჯობია.
19:23უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას.
19:24ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 19:22
- მარკოზის სახარება 14:6ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო.
- მარკოზის სახარება 14:8მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:12ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.
- იგავესნი 19:1უმწიკვლოდ მავალი ღარიბ-ღატაკი სჯობს ბაგემზაკვარსა და მდიდარს.
- ნეშტთა შორისა ბ 6:8უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.
- მარკოზის სახარება 12:41დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა.
- მარკოზის სახარება 12:44ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი.
- ტიტეს მიმართ 1:2საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 19
სრულად წაიკითხე: იგავესნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში