გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ტიტეს მიმართ 1:2, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

13 interpreters აპლიკაციაში

ტიტეს მიმართ 1:2

საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა,

ტიტეს მიმართ 1:2 · საქართველოს საპატრიარქო

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიტეს მიმართ 1:2

13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. კლიმენტი რომაელი1 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘იმედითა ცხოვრებისა საუკუნოისაჲთა’. წმინდა პავლე მოციქული ამ ცხოვრებაზე საუბრობს, რომელიც ღვთის მადლით არის მოწყობილი. ამასთან, საუბრობს მომავალ ცხოვრებაზეც და წარმოგვიდგენს ჯილდოებს იმისთვის, რითაც უფალმა მოგვანიჭა პატივი. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვირწმუნეთ და ვიხსენით ბნელისაგან, ღმერთს სურს გვირგვინი დაგვადგას.”

    მთელი განმარტება

    “იმედითა ცხოვრებისა საუკუნოისაჲთა”. წმინდა პავლე მოციქული ამ ცხოვრებაზე საუბრობს, რომელიც ღვთის მადლით არის მოწყობილი. ამასთან, საუბრობს მომავალ ცხოვრებაზეც და წარმოგვიდგენს ჯილდოებს იმისთვის, რითაც უფალმა მოგვანიჭა პატივი. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვირწმუნეთ და ვიხსენით ბნელისაგან, ღმერთს სურს გვირგვინი დაგვადგას.

    განა ვერ ხედავთ, როგორ არის სავსე შესავალი ღვთის წყალობის მინიშნებებით? მთელი ეს ეპისტოლე უპირატესად ამას ემსახურება, წაახალისოს ტიტე მოციქული და მისი მოწაფეები უფრო დიდი შრომისკენ. არაფერია იმაზე სასარგებლო, ვიდრე მუდმივი გახსენება ღვთის წყალობისა, როგორც საერთოსი, ისე კერძოსი. თუკი მეგობრისგან სიკეთეს მივიღებთ, სასიამოვნო სიტყვას მოვისმენთ ან კეთილ მომსახურებას მივიღებთ, უფრო მეტად ვუკავშირდებით მას. რამდენად უფრო გულმოდგინე ვიქნებით ღვთის მორჩილებაში, როდესაც დავინახავთ, რა საფრთხეებში ვიმყოფებოდით და როგორ გვიხსნა მან ყოველი მათგანისაგან.

    “და ცნობისათჳს ჭეშმარიტებისა”. აქ ჭეშმარიტებაზე საუბრობს წინასახის საპირისპიროდ. ისიც ცოდნა და ღვთისმოსაობა იყო, მაგრამ არა ჭეშმარიტებისა, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, არც სიცრუისა, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტების სახეებისა და მისი მსგავსებისა.

    კარგად ბრძანა მოციქულმა: “იმედითა ცხოვრებისა საუკუნოისაჲთა”, რადგან ის ღვთისმოსაობა ამჟამინდელი ცხოვრების იმედით იყო: “რომელი ქმნეს კაცმან, ცხოველ იყოს მათ შორის” (რომ. 10:5). ხედავთ, როგორ გვიჩვენებს თავიდანვე მადლის განსხვავებას რჯულისგან? რჩეულნი ისინი კი არ არიან, არამედ ჩვენ. და თუ ისინი უწინ რჩეულებად იწოდებოდნენ, ახლა უკვე არა.

    “რომელი აღუთქუ არა ცრუმან ღმერთმან წინაჲსწარ საუკუნეთა”. ესე იგი, არა ახლა ჩვენი სინანულისთვის, არამედ ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული. ამასვე ამტკიცებს სხვა მრავალ ადგილასაც, მაგალითად: “განწესებულისა სახარებად ღმრთისა” (რომ. 1:1), და კიდევ: “რომელნი წინაჲსწარ იცნა, წინაჲსწარვე განაწესნა” (რომ. 8:29), რაც ჩვენს კეთილშობილებას ნიშნავს, იმას, რომ ღმერთმა თავიდანვე შეგვიყვარა და საწყისიდანვე შეყვარებულება არცთუ უმნიშვნელოა.

    “რომელი აღუთქუ არა ცრუმან ღმერთმან”. თუ ღმერთი არ არის ცრუ, მაშინ აუცილებლად შესრულდება ის, რაც მან აღგვითქვა. თუ არ არის ცრუ, მაშინ არ უნდა ვიეჭვოთ, თუმცა ეს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შესრულდება.

    “რომელი აღუთქუ არა ცრუმან ღმერთმან წინაჲსწარ საუკუნეთა”. სიტყვებით: “წინაჲსწარ საუკუნეთა” მოციქული ასევე გვიჩვენებს აღთქმის სარწმუნოებას. არა იმიტომ მოხდა ასე, რომ იუდეველები ახლა არ მოიქცნენ, არამედ ასე იყო წინასწარ განსაზღვრული.

  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  5. ილარიუსი პუატიელი4 საუკუნე
  6. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  7. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  10. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  11. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  12. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  13. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 13

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ტიტეს მიმართ 1:2 კონტექსტში

1:1პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,

1:2საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა,

1:3და თავის დროზე გამოაცხადა სიტყვა ქადაგებით, რომელიც ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის ბრძანებით მე მომენდო, -

1:4ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის - ქრისტე იესოსაგან.

პარალელური ადგილები: ტიტეს მიმართ 1:2

განაგრძე კითხვა: ტიტეს მიმართ 1

სრულად წაიკითხე: ტიტეს მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში