
იგავესნი 19:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიბრძნის მომხვეჭელს თავისი თავი უყვარს; ჭკუის შემნახველი სიკეთეს ჰპოვებს.
იგავესნი 19:8 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 19:8 კონტექსტში
19:6ბევრს დიდკაცების იმედი აქვს; ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს.
19:7ღარიბ-ღატაკი მის ძმებსაც კი ეჯავრება, მეგობრები კი ხომ გაურბიან. ხვეწნა- ვედრება არ გადის მათთან.
19:8სიბრძნის მომხვეჭელს თავისი თავი უყვარს; ჭკუის შემნახველი სიკეთეს ჰპოვებს.
19:9ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება, ტყუილის მთქმელი დაიღუპება.
19:10ბრიყვი ვერ მოიხდენს საამურ ცხოვრებას, მით უფრო მონა მთავრებზე ბატონობას.
პარალელური ადგილები: იგავესნი 19:8
- იგავესნი 16:20საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია.
- იგავესნი 8:35ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს.
- იგავესნი 8:36ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.
- იგავესნი 3:18იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.
- იგავესნი 4:6არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.
- იგავესნი 2:1შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,
- იგავესნი 2:9მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:10რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას;
განაგრძე კითხვა: იგავესნი 19
სრულად წაიკითხე: იგავესნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში