
იგავესნი 16:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია.
იგავესნი 16:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 16:20 კონტექსტში
16:18დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.
16:19ბეჩავ ხალხთან თავმდაბლობა გერჩიოს ქედმაღლებთან ნადავლის გაყოფას.
16:20საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია.
16:21გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს.
16:22სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:20
- იერემია 17:7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
- იერემია 17:8იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.
- ესაია 30:18მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყოველი მისი მოესავი.
- ფსალმუნები 2:12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
- ფსალმუნები 34:8განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.
- ესაია 26:3ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
- ესაია 26:4მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
- იგავესნი 19:8სიბრძნის მომხვეჭელს თავისი თავი უყვარს; ჭკუის შემნახველი სიკეთეს ჰპოვებს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში