
იგავესნი 2:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
იგავესნი 2:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 2:13 კონტექსტში
2:11გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
2:12რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
2:13სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
2:14ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,
პარალელური ადგილები: იგავესნი 2:13
- იოანე 3:19სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.
- იოანე 3:20რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.
- იგავესნი 4:19ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
- იგავესნი 21:16გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:20რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:22სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:19ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.
- იოანე 1:6იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 2
სრულად წაიკითხე: იგავესნი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში