
იგავესნი 4:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
იგავესნი 4:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 4:19 კონტექსტში
4:17რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.
4:18მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
4:19ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
4:20შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 4:19
- იოანე 12:35უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
- ესაია 59:9ამიტომაც განგვშორდა სამართალი და ვერ გვწვდება სიმართლე. მოველით ნათელს და, აჰა, წყვდიადია! გაბრწყინებას - და ბნელში დავდივართ!
- ესაია 59:10ბრმებივით ვეპოტინებით კედლებს და ხელებს ვაცეცებთ, თითქოს თვალები არ გვქონდეს; ვფორხილობთ შუადღისას როგორც ბინდში, როგორც მკვდრები უკუნეთში.
- მეფეთა ა 2:9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
- იობი 18:5ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი;
- იობი 18:6სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე;
- იერემია 23:12ამიტომაც მოლიპული იქნება მათი გზები სიბნელეში, წაიფორხილებენ და დაეცემიან; რადგან უბედურებას მოვუტან მათ განკითხვის წელს, ამბობს უფალი.
- იერემია 13:16მიაგეთ პატივი უფალს, თქვენს ღმერთს, ვიდრე არ ჩამოუბნელებია, ვიდრე არ წაფორხილებულხართ მწუხრის მთებზე. სინათლის იმედი გექნებათ, მაგრამ წყვდიადად გადააქცევს, სიბნელედ შეცვლის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 4
სრულად წაიკითხე: იგავესნი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში