
იგავესნი 20:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი ტახტი.
იგავესნი 20:28 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 20:28 კონტექსტში
20:26ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს ატრიალებს.
20:27კაცის ხელი უფლის ლამპარია, მისი შიგანის გამომკვლეველი.
20:28მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი ტახტი.
20:29ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი - ჭაღარა.
20:30ნაცემის ჭრილობა მოაქცევს უკუღმართს და დარტყმები განწმედს მის შიგანს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 20:28
- იგავესნი 16:12ბოროტის ქმნა მეფეთათვის სიბილწეა, რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება.
- იგავესნი 29:14თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი სამარადისოდაა განმტკიცებული.
- იგავესნი 16:6სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.
- ფსალმუნები 26:1დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
- ფსალმუნები 101:1დავითისფსალმუნი. წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო.
- ფსალმუნები 21:7რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.
- ფსალმუნები 61:7იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.
- ესაია 16:5და წყალობით დამყარდება ტახტი და რწმენით დაჯდება მასზე დავითის კარავში მსაჯული, მსჯავრის მძებნელი და მოსწრაფე სამართლის ქმნაში.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 20
სრულად წაიკითხე: იგავესნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში