
იგავესნი 29:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი სამარადისოდაა განმტკიცებული.
იგავესნი 29:14 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 29:14 კონტექსტში
29:12როცა ბატონი სიცრუეს ყურს უგდებს, ყველა მისი მსახური ბოროტეულია.
29:13ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს ხვდებიან: თვალის ჩინს ორთავეს უფალი აძლევს.
29:14თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი სამარადისოდაა განმტკიცებული.
29:15ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
29:16ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაული მრავლდება, მართალნი კი მათ დამხობას მოესწრებიან.
პარალელური ადგილები: იგავესნი 29:14
- იგავესნი 16:12ბოროტის ქმნა მეფეთათვის სიბილწეა, რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება.
- იგავესნი 20:28მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი ტახტი.
- იგავესნი 29:4მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი ანადგურებს.
- ესაია 11:4სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს.
- ფსალმუნები 72:2გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი - სამართლიანად.
- ფსალმუნები 72:4გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
- იგავესნი 25:5მეფეს ბოროტეული მოაშორე და მისი ტახტი სიმართლით გამტკიცდება.
- ებრაელთა მიმართ 1:8ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 29
სრულად წაიკითხე: იგავესნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში