
იგავესნი 20:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის ამტეხია.
იგავესნი 20:3 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 20:3 კონტექსტში
20:1ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
20:2მეფის მუქარა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი განმარისხებელი თავს დაიღუპავს.
20:3შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის ამტეხია.
20:4ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.
20:5კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 20:3
- იგავესნი 16:32სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.
- იგავესნი 17:14დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა.
- ეფესელთა მიმართ 4:32არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
- ეფესელთა მიმართ 5:1მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.
- იგავესნი 14:29სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
- იგავესნი 19:11გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა.
- იგავესნი 18:6ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
- იაკობის ეპისტოლე 4:1საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?
განაგრძე კითხვა: იგავესნი 20
სრულად წაიკითხე: იგავესნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში