
იგავესნი 19:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა.
იგავესნი 19:11 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 19:11 კონტექსტში
19:9ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება, ტყუილის მთქმელი დაიღუპება.
19:10ბრიყვი ვერ მოიხდენს საამურ ცხოვრებას, მით უფრო მონა მთავრებზე ბატონობას.
19:11გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა.
19:12მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი წყალობა კი ცვარსა ჰგავს ბალახზე.
19:13მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია.
პარალელური ადგილები: იგავესნი 19:11
- იგავესნი 16:32სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.
- იგავესნი 14:29სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
- იაკობის ეპისტოლე 1:19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
- კოლასელთა მიმართ 3:12მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
- კოლასელთა მიმართ 3:13შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.
- იგავესნი 15:18ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.
- იგავესნი 12:16ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.
- ეფესელთა მიმართ 4:32არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 19
სრულად წაიკითხე: იგავესნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში