
იგავესნი 21:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს.
იგავესნი 21:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 21:12 კონტექსტში
21:10ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი.
21:11ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძმენდება, ბრძენი შეგონებით ცოდნას იხვეჭს.
21:12ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს.
21:13ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული.
21:14ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს და უბეში ქრთამი - ძლიერ მრისხანებას.
პარალელური ადგილები: იგავესნი 21:12
- იგავესნი 14:11ბოროტეულთა სახლი დაიქცევა, გულწრფელთა კარავი კი გაიფურჩქნება.
- ფსალმუნები 37:35მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
- ფსალმუნები 37:36მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
- იგავესნი 14:32ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს.
- ამოსი 4:11დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:4რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად;
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:9მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;
- ფსალმუნები 107:43ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი უფლისა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 21
სრულად წაიკითხე: იგავესნი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში