
ფსალმუნი 37:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
ფსალმუნი 37:35 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 37:35 კონტექსტში
37:33უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
37:34მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
37:35მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
37:36მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
37:37დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 37:35
- იობი 5:3მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა.
- ფსალმუნები 73:3რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
- ფსალმუნები 73:11და ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? და განა აქვს გაგება უზენაესს?
- იობი 8:13ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება,
- იობი 8:19აჰა, წარხდა სიხარული მის გზაზე! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება.
- ესაია 14:14მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!
- ესაია 14:19შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი.
- ეზექიელი 31:6ცის ყოველი ფრინველი იბუდებდა მის რტოებში და მის ტოტგებქვეშ მინდვრის ყოველი მხეცი ბადებდა; უამრავი ხალხი ცხოვრობდა მის ჩრდილში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 37
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში