
იგავესნი 21:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
იგავესნი 21:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 21:17 კონტექსტში
21:15სამართლის ქმნა მართლისათვის სიხარულია, ბოროტმოქმედთათვის - შიში.
21:16გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს.
21:17ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
21:18მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი - მზაკვარი.
21:19უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.
პარალელური ადგილები: იგავესნი 21:17
- იგავესნი 23:21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:6განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:4გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა,
- იგავესნი 5:10რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით - მტრის სახლში.
- იგავესნი 5:11ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი.
- ლუკას სახარება 16:24შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.
- ლუკას სახარება 16:25მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.
- იგავესნი 21:20ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში, ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 21
სრულად წაიკითხე: იგავესნი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში