
იგავესნი 23:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
იგავესნი 23:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 23:21 კონტექსტში
23:19მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
23:20ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
23:21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
23:22გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
23:23ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:21
- იგავესნი 21:17ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
- იგავესნი 6:9როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?
- იგავესნი 6:11ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.
- კორინთელთა მიმართ ა 5:11ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.
- გალატელთა მიმართ 5:21სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
- იგავესნი 19:15სიზარმაცემ ძილქუში იცის და არხეინი კაცი იშიმშილებს.
- მეორე სთვლისაება 21:20უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტია და ურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
- ფილიპელთა მიმართ 3:19რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში