
იგავესნი 21:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტეული კაცი ამპარტავნულ სახეს იღებს, წრფელმა კი იცის თავისი გზა.
იგავესნი 21:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 21:29 კონტექსტში
21:27ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ.
21:28ცრუმოწმე დაიღუპება. თავისი ყურით გამგონე კაცი კი მუდამ ილაპარაკებს.
21:29ბოროტეული კაცი ამპარტავნულ სახეს იღებს, წრფელმა კი იცის თავისი გზა.
21:30არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ.
21:31ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 21:29
- იგავესნი 11:5უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა.
- თესალონიკელთა მიმართ ა 3:11თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენკენ.
- ანგეა 1:7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
- ანგეა 2:18დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით:
- ანგეა 2:19თუღა დარჩა ბეღელში თესლი? აქამდე არ გამოუღია ნაყოფი ვენახს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს. ამიერიდან კი ვაკურთხებ.
- ეზექიელი 18:28თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება.
- ფსალმუნები 119:5ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.
- ფსალმუნები 119:59ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 21
სრულად წაიკითხე: იგავესნი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში