
იგავესნი 21:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.
იგავესნი 21:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 21:5 კონტექსტში
21:3სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის.
21:4ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა.
21:5მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.
21:6სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი.
21:7ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა.
პარალელური ადგილები: იგავესნი 21:5
- იგავესნი 10:4ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
- იგავესნი 13:4ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:11გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენ მიერ გემცნოთ,
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:12რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ.
- ეფესელთა მიმართ 4:28მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.
- იგავესნი 14:29სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
- იგავესნი 27:23კარგად უნდა იცოდე შენი ფარის ამბავი და ყურს უგდებდე შენს ნახირს.
- იგავესნი 27:27უხვად გექნება თხის რძე შენს საზრდოდ, შენი სახლის საზრდოდ და შენი მხევლების სარჩენად.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 21
სრულად წაიკითხე: იგავესნი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში