
იგავესნი 21:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა.
იგავესნი 21:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 21:4 კონტექსტში
21:2კაცის თვალში სწორია ყველა მისი გზა, ხოლო გულებს უფალი წონის.
21:3სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის.
21:4ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა.
21:5მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.
21:6სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 21:4
- იგავესნი 6:17ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:5ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
- ესაია 2:17დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს.
- იგავესნი 8:13უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი.
- რომაელთა მიმართ 14:23ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.
- იგავესნი 21:27ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ.
- ფსალმუნები 10:4გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
- იგავესნი 15:8ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 21
სრულად წაიკითხე: იგავესნი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში