
იგავესნი 22:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლის თვალები ცოდნას მფარველობს, ორგულის სიტყვებს კი იგი უკუაგდებს.
იგავესნი 22:12 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 22:12 კონტექსტში
22:10გააგდე ზნეწამხდარი და შუღლიც გაჰყვება, დავას და ლანძღვასაც ბოლო მოეღება.
22:11ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.
22:12უფლის თვალები ცოდნას მფარველობს, ორგულის სიტყვებს კი იგი უკუაგდებს.
22:13ზარმაცი ამბობს: გარეთ ლომია! შუაგულ ქუჩაში ვიქნები მოკლულიო.
22:14როსკიპთა პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული ჩავარდება მასში.
პარალელური ადგილები: იგავესნი 22:12
- ნეშტთა შორისა ბ 16:9რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:8როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:9მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.
- გამოცხადება 12:14მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში.
- გამოცხადება 12:17მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.
- მოციქულთა საქმენი 12:23მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა.
- მოციქულთა საქმენი 12:24ღვთის სიტყვა კი იზრდებოდა და ფრთებს შლიდა.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:8და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 22
სრულად წაიკითხე: იგავესნი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში